ახალი ამბები

”რუსთავი 2” პატარკაციშვილზე იერიშს ახორციელებს

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი და მისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორი ბორის ბერეზოვსკი, სავარაუდოდ, ”რამდენიმე სკანდალური მკვლელობის საქმეში” იყვნენ ჩართული, ძირითადად რუსეთში.


11 ოქტომბერს საინფორმაციო გადაცემაში გასულ ათწუთიან სიუჟეტში, ”რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ პატარკაციშვილის სახელი უკავშირდება სკანდალურ მკვლელობებს, მათ შორის რუსული ტელეკომპანია ORT TV-ის ხელმძღვანელის ვლად ლისტევის საქმეს, რომელიც 1995 წელს მოკლეს.


”პატარკაციშვილის და ბერეზოვსკის სახელები ასევე უკავშირდება რამდენიმე სხვა ანალოგიურ დანაშაულს. წარსულში პატარკაციშვილი ასევე შეეცადა სრული კონტროლი დაემყარებინა ქართულ მედია ბაზარზე. პატარკაციშვილი ასევე სავარაუდო კავშირშია იმ ინციდენტთან, რომლის დროსაც ”რუსთავი 2”-ის ოფისში უშიშროების სამსახური შეიჭრა [2001 წელს], რადგანაც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის უკან, სავარაუდოდ, პატარკაციშვილი იდგა,”  – აცხადებს ტელეკომპანია სიუჟეტში.   


12 ოქტომბერს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ პატარკაციშვილი იდგა ბიზნესმენ ჯონი გიგანის მოკვლის მცდელობის უკან და ”აირზენას” ხელმძღვანელის კახი ასათიანის მკვლელობის უკან 2002 წელს. ტელეკომპანიამ უჩვენა საარქივო ვიდეომასალა, რომელშიც ასათიანის ოჯახის წევრები ხელს ადებენ კონკურენტ ჯფუგს, რომელსაც ექს-პრეზიდენტ შევარდაძის ოჯახთან და პატარკაციშვილთან ჰქონდა კავშირი და ”აირზენას” ხელში ჩაგდება სურდა.   


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button