ახალი ამბები

დანიელ ფრიდი: ოქრუაშვილის დაპატიმრება ”სრულიად მოულოდნელი” იყო

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება ”სრულიად მოულოდნელი” იყო, განუცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდმა ჟურნალისტებს 5 ოქრომბერს ვაშინგტონში.


მან უარყო ის მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოქრუაშვილის დაჭერა აშშ-ს ადმინისტრაციასთან შეათანხმა. ”ეს არ არის ის გზა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მუშაობს,” – განაცხადა მან.


თუმცა, ფრიდმა დასძინა: ”ნებისმიერი ამგვარი ტიპის დაპატიმრება გარკვეულ სერიოზულ კითხვებს ბადებს და ჩვენ ამაზე ვესაუბრეთ ქართველებს”. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button