skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე: ფრანგი მინისტრის განცხადება ’ცუდი გზავნილია’ რუსეთისთვის

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ერვე მორინმა 3 ოქტომბერს ”როიტერთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს საქართველოს წევრობას ნატოში, თუ ამას რუსეთი საფრთხედ არ აღიქვამს.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დაგმო ეს განცხადება და ”მას რუსეთისთვის ძალიან ცუდი გზავნილი უწოდა”.


”მიუხედავად იმ სიყვარულისა და მეგობრობისა, რომელიც ჩვენ ქართველების მიმართ გვაქვს… და მე ეს ვუთხარი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ეს არ იქნება აღქმული როგორც საფრთხე რუსეთის მიმართ,”  – იტყობინება ”როიტერი” საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით.


4 ოქტომბერს ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს ”ძალიან ცუდი გზავნილი” იგივეა, რომ უთხრა რუსეთს, რომ ”რაც უფრო ცუდად მოიქცევა რუსეთი, მით უფრო გაუვა”.


”ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ არ იქნებიან ევროპის სახელმწიფოები იმდენად გულუბრყვილო ლიდერებით წარმოდგენილი, რომლებიც იფიქრებენ, რომ ახლა რუსეთს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დაუთმობენ და მერე რუსეთი კიდევ უფრო მეტ მოთხოვნას აღარ დააყენებს,”- განაცხადა ბურჯანაძემ.


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება საქართველოს ხელისუფლებისთვის უსიამოვნო აღმოჩნდა, მითუმეტეს იმ პოზიტიური განწყობის ფონზე, რომელიც ნიკოლას სარკოზის გაპრეზიდენტების შემდეგ არის შექმნილი საქართველოს მმართველ წრეებში. ივნისში პრეზიდეტ სააკაშვილის საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ გაცხადდა, რომ ყოფილი პრეზიდენტისგან ჟაკ შირაკისგან განსხვავებით, სარკოზი უფრო კეთილგანწყობილია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button