სოხუმი აფხაზეთის საჰაერო სივრცეში ფრენების შეთანხმებას ითხოვს
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ითხოვს სოხუმის აეროპორტთან იქნეს შეთანხმებული თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში უცხო ქვეყნის თვითმფრინავების მოძრაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გასცემს ფრენების უსაფთხოების გარანტიას, იუწყება დღეს აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი.
აფხაზეთის საჰაერო სივრცის ”არასანქცირებულად გამოყენების” თაობაზე დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა წერილობით მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიას და დსთ-ს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებს.
ბაღაფში წერილში აღნიშნავს, რომ ბოლო დროს გახშირდა აფხაზეთის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი საჰაეროს ხომალდების ფრენა ”სადაზვერვო” მიზნებით.
”აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო მიიღებს ზომებს ამ ფრენების აღსაკვეთად,”- ნათქვამია ბაღაფშის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სეპარატისტების განცხადებით, საერთაშორისო საჰაერო ტრასას UL-850 საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები აკონტროლებენ, მაშინ როცა სოხუმს ამის შესაძლებლობა 24 საათის განმავლობაში გააჩნია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)