გუგული მაღრაძე: ოქრუაშვილი ”პოლიტიკური პატიმარია”
დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გუგული მაღრაძემ ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკური პატიმარი უწოდა, რითაც მმართველ პარტიას დაუპირისპირდა.
”იმის თქმისგან შორს ვარ, რომ ოქრუაშვილი უდანაშაულოა; თუმცა, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია,” – განუცხადა მან ტელეკომპანია ”იმედს” 2 ოქტომბერს გადაცემა ”ღია ეთერში”. ”თუმცა, იმასაც ვერ დავიჯერებ, რომ ის თავისი უკანონო ქმედებების გამო დაიჭირეს,” – განაცხადა მაღრაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებას შეეძლო თავის დროზე მიეღო ზომები ოქრუაშვილის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ, სანამ ის ოპოზიციაში წავიდოდა.
გუგული მაღრაძის თქმით, საერთაშორისო დონეზე პრეზიდენტ სააკაშვილის ”დიდი მცდელობების” შემწეობით საქართველოს დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი აქვს; თუმცა, მაღრაძემ იქვე დასძინა, რომ ზოგიერთმა პიროვნებამ სააკაშვილის ადმინისტრაციიდან, რომელთა დასახელებაც მან არ ისურვა, ძირი გამოუთხარა პრეზიდენტის ამ მცდელობებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გუგული მაღრაძე არასოდეს ყოფილა აქტიური პოლიტიკური ფიგურა. თუმცა, ბოლო დროს მან რამდენჯერმე გაახმოვანა თავისი პოზიცია უფრო მეტი გამჭირვალობის და დიალოგის საჭიროებაზე ხელისუფლებას და განსახვავებული აზრის მქონე პირებს შორის. ზაფხულში ქართულმა პრესამ გაავრცელა ვარაუდები, რომ დეპუტატი მაღრაძე პარლამენტში პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციის შექმნას გეგმავდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)