skip to content
ახალი ამბები

ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს 29 სექტემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


მოსამართლემ განაჩენი შუაღამისას გამოაცხადა.


ოქრუაშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მას, როგორც ადვოკატს არ მიეცა საშუალება ოქრუაშვილოს ინტერესები დაეცვა სასამართლოზე, რადგანაც სასამართლოს მანდატურებმა იგი სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს.


თუმცა, გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ უარყო ეს განცხადება და მას აბსოლუტურად უსაფუძვლო უწოდა. მისი თქმით, ეს იყო პროვოკაცია ბესელიას მხრიდან, რაც გამოძიების და სასამარლოს დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.


ოქრუაშვილის ინტერესებს სასამართლო საზახინო ადვოკატი იცავდა, მიუხედავად ოქრუაშვილის წინააღმდეგობისა. თავად ოქრუაშვილმა ”სასამართლოს უნდობლობის” მოტივით უარი თქვა პროცესზე დასწრებაზე , განაცხადა ბესელიამ.


ოქრუაშვილს, რომელიც 27 სექტემბერს დააკავეს, ფულის გამოძალვაში, ფულის გათეთრებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში ედება ბრალი.
ბესელიას თქმით, თავად ოქრუაშვილი უარყოფს ბრალდებებს და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button