skip to content
ახალი ამბები

”თბილისის წყლისთვის” ათი კომპანია იბრძოლებს

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დედაქალაქის წყლით მომარაგების კომპანია ”თბილისის წყლის” შესაძენად 10 კომპანია, მათ შორის ფრანგული Veolia Water, იბრძოლებს.


Veolia მსოფლიოს უმსხვილესი კერძო კომპანიაა, რომელიც ოფიციალურად Compagnie Générale des Eaux სახელითაა ცნობილი.


”თბილისის წყალთან” ერთიან პაკეტში ასევეა წარმოდგენილი ჟინვალჰესი, მცხეთის წყლით მომარაგების სისტემა და გარდაბნის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობები. დედაქალაქს სასმელი წყლით ”ჟინვალჰესიც” ამარაგებს.


პოტენციურ ინვესტოსთა შორის ასევე არიან ისრაელის კომპანია Tahal Group, ასევე საქართველოს ბანკისა და ბრიტანული Cascal-ის კონსორციუმი.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თავიანთი წინადადებები ასევე წარმოადგინეს Bond Group-მა, Penta Investments-მა, Green Lights Georgia-მ, Multiplex Georgia-მ, Aquatia-მ და HIG-მა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button