ახალი ამბები

თამარაშენი მაღალი რანგის კონფერენციას მასპინძლობს

დღეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფელ თამარაშენში მაღალი რანგის კონფერენცია იმართება, სადაც საქართველოში მიმდინარე რეფორმები და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები იქნება განხილული.


კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტირებული უცხოელი დიპლომატები. სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ უარი თქვა კონფერენციაში მონაწილეობაზე.


კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას აპირებს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.


კონფერენციას, რომელსაც ასევე დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები და დეპუტატები, წინ უსწრებდა სეპარატისტული ხელისუფლების მიერ 20 სექტემბერს რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button