ახალი ამბები

თბილისს გერმანელ ბიზნესმენთა ჯგუფი სტუმრობს

დღეს საქართველოს სამდღიანი ვიზიტით გერმანელ ბიზნესმენთა 25-კაციანი დელეგაცია ეწვია. ვიზიტი, რომლის მიზანია ქართულ ფირმებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება,  ”აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის კავშირის” ორგანიზებულია.


დღესვე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ქართულ-გერმანული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, სადაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ კოვზირიძემ გერმანელ ბიზნესმენებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები გააცნო.


”ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანია რიგით მე-5 სავაჭრო პარტნიორია და ვიმედოვნებთ, რომ მალე უფრო მოწინავე ადგილს დაიკავებს”, – განაცხადა ფორუმზე გამოსვლისას თამარ კოვზირიძემ. 


გერმანელი ბიზნესმენები ასევე შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს.

Back to top button