skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მონიტორინგის დელეგაცია 7%-იანი ბარიერის დაწევისაკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები მატიას იორში და კასტრიო ისლამი საქართველოს ხელისუფლებას 7%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევისაკენ მოუწოდებენ.


”ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს რეკომენდაციას, რომელიც სამწუხაროდ წინა არჩევნების დროს გათვალისწინებული არ იქნა, რომ ამჟამად არსებული 7%-იანი ბარიერი შემცირდეს და დაყვანილ იქნეს 3-5%-მდე, როგორც ეს ევროპაშია, რათა უზრუნველყოფილი იქნას ოპოზიციის უფრო ფართო წარმომადგენლობა პარლამენტში,”- განაცხადა მატიას იორშმა 13 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.


მან ასევე მოუწოდა საარჩევნო კანონმდებლობის წლის ბოლომდე დახვეწისაკენ, რათა 2008 წლის შემოდგომის არჩევნებისათვის საკანონმდებლო ხარვეზები აღმოფხვრილი იყოს.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია საქართველოს 11 სექტემბერს ესტუმრა ქვეყნის მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გაცნობის მიზნით. უკანასკნელი ასეთი ვიზიტი 2005 წლის ოქტომბერში შედგა.


”ის წინსვლა, რომელსაც ქვეყანამ ამ ორი წლის განმავლობაში მიაღწია განმაცვიფრებელი და სამაგალითოა,”- განაცხადა მათიას იორშმა.


მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია საქართველოში 6-დღიანი ვიზიტის შედეგებს სპეციალურ მოხსენებაში ასახავს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button