skip to content
ახალი ამბები

რეზონანსი: ბრძოლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის ჯერ არ დასრულებულა

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის კრიტიკამ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფილი ფინანსთა მინისტრის ლექსო ალექსიშვილის დასახელების მიმართ შესაძლოა აიძულოს პრეზიდენტი სააკაშვილი ბურჯანაძის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს და არა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის, წერს გაზეთი ”რეზონანსი” 5 სექტემბერს.


გაზეთის ცნობით, ალექსიშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა წამოაყენა, მაშინ როცა ბურჯანაძეს ამ თანამდებობაზე თავისი კანდიდატურა ჰყავდა – პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.   


თუმცა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ის არ ჩართეს მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებაზე კონსულტაციებში, ”პრობლემას არა იმდენად კონსულტაციების არგამართვა წარმოადგენდა, რამდენადაც დასახელებული კანდიდატურის ვინაობა. ყოველ შემთხვევაში, მისთვის მისაღები კანდიდატურა რომ დაესახელებინათ, სავარაუდოდ ნინო ბურჯანაძეს კონსულტაციები არ გაახსენდებოდა,”- წერს ”რეზონანსი”. 


გაზეთი ვარაუდობს, რომ ბურჯანაძემ უჩვეულოდ მკაცრი განცხადების გაკეთება იმიტომ გადაწყვიტა, რომ მას პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერა ჰქონდა. ”ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი ნოღაიდელის კანდიდატურას ჩააგდებს,” – წერს გაზეთი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button