skip to content
ახალი ამბები

”ყველა დროის ყველაზე პოპულარული ქართველი”

მიხეილ სააკაშვილი ”ყველა დროის ყველაზე პოპულარული ქართველი” ხდება, განაცხადეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვება ”კურიერში” 3 სექტემბერს, საქართველოს ლიდერზე დასავლური პრესის დადებით შეფასებებზე მომზადებულ ცხრაწუთიან სიუჟეტში.


”ბევრს საუბრობენ იმის თაობაზე, რომ საქართველოს ლიდერის კულტს მსოფლიო მასმედიის საშუალებები ქმნიან,” – განაცხადა საინფორმაციო გადაცემის წამყვანმა. ”მსოფლიოს წამყვანი მასმედიის საშუალებები ბოლო დროს საქართველოს უწოდებენ არა მხოლოდ ყველაზე წარმატებულ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს, არამედ მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდ დემოკრატიულ ქვეყანას”.


სიუჟეტი მოიცავდა ათობით პოზიტიური ისტორიის ნაკრებს, რომლებიც ბოლო დროს საქართველოს შესახებ დასავლურ პრესაში გამოქვეყნდა; იგი ასევე შეიცავდა დასავლური ტელევიზიების მიერ, მათ შორის Bloomberg-ის და CNN-ის მიერ სააკაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუების ნაწყვეტებს.


სიუჟეტი ასევე აშუქებდა ინტერვიუებს რამდენიმე ადგილობრივ ანალიტიკოსთან. ”მოსწონს თუ არა ვინმეს სააკაშვილის პოლიტიკა ესა თუ ის წახნაგი, ერთი რამ ნათელია: 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო სააკაშვილის ეპოქაში ცხოვრობს,”  – განაცხადა ფონდ ”ღია საზოგადოება – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით დარჩიაშვილმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button