skip to content
ახალი ამბები

ორ ოს სამშვიდობოს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ ხაჩიროვს და ვიტალი ვალიევს, ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ბატალიონის წევრებს, 30 აგვისტოს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება ედებათ ბრალად.


შს სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მათგანი იმ პირებს შორის იყვნენ, რომელთაც 26 და 27 აგვისტოს უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათ შორის 13 წლის ბიჭი და ასევე ”რუსთავი 2”-ის და ”მზის” გადამღები ჯგუფები. ყველა მათგანი სამხრეთ ოსეთის მხარემ 27 აგვისტოს გაათავისუფლა.


ოსურმა მხარემ უკვე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის შოთა ხიზანიშვილის ინფორმაციით, ”დაკავებულებს ბრალი უკვე წაყენებული აქვთ და მათი განთავისუფლება არ მოხდება”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button