ახალი ამბები
ცხინვალმა დაკავებული ჟურნალისტები გაანთავისუფლა
სამხრეთ ოსურმა მხარემ ტელეკომპანიების ”რუსთავი 2”-ის და ”მზის” გადამღები ჯგუფები 27 აგვისტოს რამდენიმე საათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლა, იტყობინება ტელეკომპანია ”იმედი.”
ექვსი პიროვნება – სამი თითოეული ჯგუფიდან, ერთი კორესპონდენტი, ერთი ოპერატორი და ერთი მძღოლი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ წინაგარის მახლობლად დააკავეს.
გადამღები ჯგუფები კონფლიქტის ზონაში ოსური მხარის მიერ გუშინ დაკავებული სამი ქართველის შესახებ სიუჟეტის გასაკეთებლად ჩავიდნენ. საქართველოს სამივე მოქალაქე 27 აგვისტოს გაათავისუფლეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)