skip to content
ახალი ამბები

ნატო საქართველოსთან სარადარო მონაცემებს გაცვლის

ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა 22 აგვისტოს საქართველოსთვის სარადარო მონაცემების შესაძლო გადაცემის საკითხი განიხილეს, იტყობინება ”როიტერი”.


განხილვას წინ უძღოდა ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩების მიერ   საქართველოში 6 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის განხილვა, განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


გეგმა საქართველოსთვის, ალბანეთისთვის, უკრაინისთვის, ფინეთისთვის და მაკედონიისთვის სარადარო ინფორმაციის გაზიარების თაობაზე ნატომ 2003 წელს შეიმუშავა, თუმცა კვლავ მოსაგვარებელია გეგმის ტექნიკური საკითხები, იტყობინება ”როიტერი”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button