skip to content
ახალი ამბები

ჩურკინი: 6 აგვისტოს ინციდენტი საქართველომ დადგა

11 მარტის ზემო კოდორის ხეობის დაბომბვის ინციდენტი და 6 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად რაკეტის ჩამოგდების ინციდენტი საქართველოს ხელისუფლებამ დადგა, განაცხადა რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა 21 აგვისტოს.


ნიუ-იორკში პრესკონფერენციაზე საუბრისას ჩურკინმა რუსული სამაგოძიებო ჯგუფის დასკვნები წარადგინა. ჯგუფი ინციდენტის გარემოებებს საქართველოში 16-დან 17 აგვისტოს ჩათვლით იძებდა.


რუსეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ჯგუფის დასკვნები, რომლის ვარაუდითაც ქართულმა მხარემ გააყალბა მტკიცებულებები, ხოლო ინციდენტი დადგა.


”პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის ფედერაცია ვერაფერს მიიღებდა [ინციდენტიდან],” – განაცხადა ჩურკინმა. ”ქართული მხარის განცხადებები შეესაბამებოდა [საქართველოს] პოლიტიკური ელემენტების ბოლოდრიუნდელ ქმედებებს, რომლებიც ცდილობენ გაამწვავონ დაძაბულობა აფხაზეთსა და [სამხრეთ] ოსეთში რუსეთის შუამავლობისა და სამშვიდობოების როლის თვალსაზრისით”.


საქართველოს ხელისუფლების და ევროპელ ექსპერტთა მეორე საგამოძიებო ჯგუფის ვარაუდით, რუსული თვითმფრინავის იერიშის სამიზნე შესაძლოა ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო რადარი, რომელიც რაკეტის ჩამოვარდნის ადგილიდან სულ რაღაც ხუთ კილომეტრში მდებარეობს.


თუმცა, ჩურკინის განცხადებით, ”რუსულ თვითმფრინავს ქართულ რადარზე თავდასხმა რომ ნდომებოდა, ამისთვის საზღვრის გადმოკვეთა არ დასჭირდებოდა”.


ჩურკინის თქმით, საქართველოს ხშირად უთქვამს, რომ დიალოგის გაგრძელება სურს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებზე. ”თუმცა, მისი მეორე პოზიცია რუსეთის დისკრედიტაცია იყო,” – განაცხადა ჩურკინმა.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ არსებობდა დამოუკიდებელი მტკიცებულება, ამიტომ საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოში წარდგენის პერსპექტივაც არ არსებობდა. თბილისი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს მხარს, საკითხის უშიშროების საბჭოში განხილვას მოითხოვდა.


რუსი დიპლომატის განცხადებით, უშიშროების საბჭოს ზოგიერთი წევრი საქართველოს მიემხრო, თუმცა სხვებმა განაცხადეს, რომ საკითხის მოგვარება მხოლოდ ორმხრივი კონსულტაციების გზით იყო შესაძლებელი – ამ პოზიციას რუსული მხარეც იზიარებს.


საქართველოს ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია 22 აგვისტოს ასევე გეგმავს პრესკონფერენციის გამართვას ნიუ-იორკში. იგი, სავარაუდოდ, თავისი რუსი კოლეგის განცხადებებს უპასუხებს და ბრიტანელი, ესტონელი და პოლონელი ექსპერტებისგან შემდგარი მეორე სამაგოძიებო ჯგუფის დასკვნებს წარადგენს. ჯგუფის ანგარიშში, რომელიც  21 აგვისტოს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ 6 აგვისტოს ინციდენტში რუსეთი მონაწილეობდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button