ახალი ამბები

ა.შ.შ.-ის საელჩო: 6 აგვისტოს შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა ჯდუფის დასკვნა სანდოა

ა.შ.შ.-ის საელჩომ საქართველოში 17 აგვისტოს განაცხადა, რომ საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მოხსენება 6 აგვისტოს ინციდენტის თაობაზე ”მნიშვნელოვანი” და ”სანდოა.”


საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ მოხსენებაში ”შეფასებულია 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთის საჰაერო სივრციდან სამხედრო თვითმფრინავის შეჭრის ფაქტი და აღნიშნულია AS-11 ტიპის [NATO-ს კლასიფიკაციით] ანტირადარული რაკეტის ჩამოვარდნა.”


საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი შედგებოდა 8 წევრისგან, შვედეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან და ა.შ.შ.-დან. ამ უკანასკნელმა ჯგუფში გამოაგზავნა ა.შ.შ.-ის ევროპის სარდლობიდან ორი ტექნიკური ექსპერტი.
 
”ამერიკის შეეთებული შტატები თხოვს საერთაშორისო სახოგადოებას ყურადღება გაამახვილოს ამ ანგარიშზე და მხარი დაუჭიროს სამხრეთ ოსეთში ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ქმედებებს სამხედრო დაძაბულობის შემცირების მიზნით. ამ ქმედებებს შორისაა როკის გვირაბის საერთაშორისო მონიტორინგი და ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდა სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე,” ნათქვამია განცხადებაში.
 
ა.შ.შ.-ის საელჩო ასევე მიესალმა საქართველოს მთავრობის ”ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობას საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფთან.”
 
”ჩვენ ასევე მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს გააძლიერონ ერთობლივი ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, სადაც ამოსავალი წერტილი იქნება ავტონომიური სამხრეთ ოსეთი ერთიანი საქართველოს ფარგლებში,” ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button