კრიმინალური ავტორიტეტის საცხოვრბელი სახლები თავდაცვის და შს სამინისტროებს გადაეცა
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ე.წ. ’კრიმინალური ავტორიტეტების’ შაქრო კალაშოვის და მდინარაძის უკრეში მდებარე 15 მლნ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლები თავდაცვის და შს სამინისტროებს გადაეცემა, სადაც სანატორიუმები და რეაბილიტაციის ცენტრები განთავსდება.
”ეს სახლები უნდა გადავაქციოთ სანატორიუმებად, სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაჭრილი პოლიციელების და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრების რეაბილიტაციის ცენტრად… ამ ხალხს უნდა მკურნალობა და დაფასება სახელმწიფოს მხრიდან”, – განაცხადა ურეკში სახლების დათვალიერების დროს პრეზიდნეტმა.
გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს ნებართვის საფუძველზე შაქრო კალაშოვის წყნეთში მდებარე სახლიც აღწერა და შემდეგ დააყადაღა. კანონი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ე.წ კანონიერი ქურდების ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)