skip to content
ახალი ამბები

კოკოითს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა სურს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს.


ამის შესახებ დღეს ედუარდ კოკოითმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ქართველი ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.


”ქართველი ერის პატივისცემით კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩემი მიზნის შესახებ – შევხვდე უმაღლეს დონეზე საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის რომ მოგვცეს გარანტია, როგორც ოს ისე ქართველ ერს, რომ საომარი მოქმედებები ჩვენს შორის აღარასოდეს განახლდება. ეს აუცილებელია”, – განაცხადა 8 აგვისტოს ედუარდ კოკოითმა.


დე ფაქტო პრეზიდენტი ასევე მოითხოვს ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას.


”ამისათვის მე მზად ვარ მოვაწერო ხელი მემორანდუმს, რომელიც დაავალდებულებს ორივე მხარეს არ გამოიყენოს ძალა ან არ დაიმუქროს ძალის გამოყენებით. ერმა უნდა ამოისუნთქოს. ომი აქ არავის არ უნდა, დავიღალეთ ამ ომით”, – დასძინა ედუარდ კოკოითმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button