skip to content
ახალი ამბები

რუსული მხარე შსკ-ს სხდომის მომზადების მიზნით იშუამავლებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი მომავალ კვირას თბილისსა და ცხინვალში გამართავს რიგ საკონსულტაციო შეხვედრებს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის მოსამზადებლად, რომელიც თბილისში 9-10 აგვისტოს იგეგმება.


”6-დან 8 აგვისტომდე ჩვენი მონაწილეობით გაიმართება კონსულტაციები თბილისსა და ცხინვალს შორის მისვლა-მოსვლის რეჟიმში… რათა შევათანხმოთ შსკ-ს სხდომის დღის წესრიგი,”- განუცხადა ”რია ნოვოსტის” იური პოპოვმა, შსკ-ს რუსული მხარის თავმჯდომარემ 31 ივლისს.


მისი თქმით, სხდომაზე ასევე განიხილება საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს დაძაბულობის განეიტრალებას ცხინვალის რეგიონში.


თუკი შსკ-ს სხდომა ჩატარდება, ეს პირველი შეხვედრა იქნება ამ ფორმატში დავით ბაქრაძისთვის კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რანგში. სახელმწიფო მინისტრი შსკ-ს თანათავმჯდომარეობს.


თუმცა ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ის კომისიის სხდომიდან განსაკუთრებულ შედეგებს არ ელის.


”გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ძალიან ბევრი შეუსრულებელი გადაწყვეტილება წინა სხდომების, რომელიც ეხება, პირველ რიგში, რეგიონის დემილიტარიზაციას,”- განუცხადა ბაქრაძემ ”რუსთავი 2”-ს დღეს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button