skip to content
ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ გირგვლიანის მკვლელებს სასჯელი შეუმსუბუქა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 6 თვით შეუმცირა სასჯელის ვადა გია ალანიას და დანარჩენ სამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან 2006 წლის თებერვალში 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ალანიას და შსს-ს სამ ყოფილ ოფიცერს შესაბამისად, 8 და 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა გასული წლის ივლისში. სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი დეკემბერში ძალაში დატოვა. თუმცა უზენაესმა სასამართლომ მათ სასჯელი შეუმსუბუქა მოუხსნა რა წაყენებული მუხლი სხვისი ნივთის დაზიანების შესახებ.


ამ გადაწყვეტილებას, მოსალოდნელია, რომ სანდრო გირგვლიანის ახლობლებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მკაცრი შეფასებები მოჰყვება. გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ, რომელიც საქმეში დაზარალებულის მხარეს წარმოადგენს, მოითხოვა უზენაესი სასამართლოსაგან საქმე სასამართლო გამოძიების ქვედა დონეზე დაებრუნებინა იმ ახალი გარემოებების გამო, რომელიც საქმეში გაჩნდა და რომლის იგნორირებაც ხდებოდა გამოძიების წინა სტადიებზე.


გირგვლიანი ნათესავები, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთები შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები არიან, ისევე როგორც შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე შესაძლოა იყოს კავშირში ამ  საქმესთან. მათი განცხადებით, გამოძიებამ დაფარა ყველა ის მტკიცებულება, რომელსაც შეეძლო საზოგადოების ნაწილის მხრიდან მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დანაშაულის დამტკიცება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button