ახალი ამბები

HSBC საქართველოს საბანკო სივრცეში საქმიანობას იწყებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა HSBC-ის საქართველოში საბანკო საქმიანობის დაწყებას მწვანე შუქი აუნთო.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ სააქციო საზოგადოება ”HSBC ბანკი საქართველოს“ გენერალურ დირექტორს სტივენ ბენეტს პირადად გადასცა საბანკო საქმიანობის ლიცენზია.


”HSBC ბანკი საქართველო”, რომლის სათავო ოფისიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე განთავსდება, კლიენტების მომსახურებას ნოემბერში დაიწყებს, იტყობინება საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური.


”მსოფლიოში უდიდესი საფინანსო ჰოლდინგის შემოსვლა ინვესტორთა მხრიდან საქართველოსადმი მზარდ ინტერესზე  მიუთითებს,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button