ახალი ამბები

სააკაშვილი მიესალმა გენპროკურორის როლს სიღნაღის რეაბილიტაციის საქმეში

პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის წვლილს, რომელიც მან კახეთის ქალაქ სიღნაღის რეაბილიტაციის საქმეში გაიღო.


”მე მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც პროკურატურას და ადეიშვილს ლანძღავს. მარტო იმისათვის, რასაც ადეიშვილი კახეთისათვის აკეთებს, არ ვიცი ოდესმე მას ძეგლს დაუდგამენ თუ არა, მაგრამ მადლობა მას ნამდვილად ეკუთვნის,”- განაცხადა სააკაშვილმა.


პრეზიდენტი 29 ივლისს ქალაქ სიღნაღის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო და განაცხადა, რომ მალე სიღნაღი საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი გახდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button