skip to content
ახალი ამბები

პუტინი-სააკაშვილის შეხვედრა შესაძლოა აგვისტოში შედგეს

აგვისტოში შესაძლოა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართოს, აცხადებს რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო 27 ივლისს სააგენტო ”ახალი ამბები – საქართველოსთან” ინტერვიუში.


”საუბარი იყო აგვისტოში პრეზიდენტების შეხვედრაზე. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეხვედრა შედგეს,”- განაცხადა კოვალენკომ.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ორი პრეზიდენტის შეხვედრის ორგანიზების მიზნით.


”თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის ეს შეხვედრა აგვისტოში გაიმართება, თუ არა,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს 27 ივლისს.


უკანასკნელად ორი ქვეყნის პრეზიდენტები 25 ივნისს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა ორმხრივი მოლაპარაკებები არ გამართულა. პირისპირ მოლაპარაკებები ბოლოს სააკაშვილმა და პუტინმა 9 ივნისს სანკტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალური სამიტის ფარგლებში გამართეს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button