ახალი ამბები
გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთზე იმსჯელებს
გაეროს უშიშროების საბჭო 26 ივლისს დაგეგმილ დახურულ კონსულტაციებზე აფხაზეთში არსებულ სიტუაციას განიხილავს.
განხილული იქნება გაეროს გენერალური მდივნის ბან გი-მუნის მოხსენება აფხაზეთის შესახებ, ნათქვამია უშიშროების საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში.
ქართული მედია 26 ივლისს იტყობინება, რომ საბჭო ასევე განიხილავს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მოხსენებას 11 მარტს ზემო კოდორის ხეობაზე თავდასხმის შესახებ.
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ირაკლი ალასანია უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)