skip to content
ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრი უცხოელ დიპლომატებს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე 25 ივლისს საქართველოში აკრედიტირებულ უცხოელ ელჩებს შეხვდა. მათ შორის იყო რუსეთის ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკოც.


ამ შეხვედრის წინა დღეს გაიმართა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის პირველი სხდომა.  

19 ივლისს, ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ბაქრაძემ განაცხადა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართვა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში.


 


 

This post is also available in: English Русский

Back to top button