skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე: ძლიერი ჯარი სამშვიდობო მიზნებს ემსახურება

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 19 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი ჯარი, რომელიც იქნება ქვეყანაში მშვიდობის, ერთიანობის, ძლიერების და ასევე იმის გარანტი, რომ ” ვერასოდეს ვერავინ  ჩვენ ვერ შემოგვედავება და ვერ წაგვართმევს ჩვენს მიწა-წყალს”.


”ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს თავდაცვის სამინისტროს ახალი შენობის გახსნის ცერემონიალზე.


დღესვე თავდაცვის სამინისტროში განახლებული ვებ-გვერდის, სამხედრო ჟურნალის ”ვემსახურები საქართველოს” და ინგლისურ ენოვანი გაზეთის ”Defence Today” პრეზენტაცია გაიმართა.


პრეზენტაციას მთავრობის, პარლამენტის წევრები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button