skip to content
ახალი ამბები

გალის რაიონში ადგილობრივი ტელეარხი იხსნება

გალის რაიონში უახლოეს ხანებში პირველი ადგილობრივი ტელეარხი დაიწყებს მაუწყებლობას, რომლის მიზანია გალის მოსახლეობის ინტეგრირება ერთიან აფხაზურ სივრცეში, იტყობინება აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის ვებ-გვერდი 11 ივლისს.


”ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებასაც ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვაპირებდით. ამ პროექტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა რეგიონის აფხაზურ სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით,”- აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი გალის რაიონში რუსლან ქიშმარია.


ახალი ამბების გამოშვებები გალის ტელევიზიით აფხაზურ, მეგრულ და რუსულ ენებზე მომზადდება. ტელეარხი მთელ რაიონს და დასავლეთ საქართველოს ნაწილსაც დაფარავს, იტყობინება აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი.


ქიშმარიას ცნობით, გალის რაიონში უახლოეს ხანებში კიდევ ერთი კომერციული ტელეარხის გახსნა იგეგმება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button