skip to content
ახალი ამბები

აფხაზური წყაროების ცნობით, გალში ორი ადამიანი მოკლეს

გალის რაიონში 6 ივლისს ორი აფხაზი მოქალაქე მოკლეს, იტყობონება საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი”.


აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენლის კრისტიან ბჟანიას თქმით, ინციდენტი გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მოხდა.


”მკვლელობაზე პასუხისმგებელნი ქართული გასამხედროებული ჯგუფები არიან,” – განაცხადა ბჟანიამ, თან იქვე დასძინა, რომ ეს ჯგუფები ბოლო დროს გააქტიურდნენ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button