ახალი ამბები

შარაძის ქალიშვილი მკვლელობის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს

გურამ შარაძე პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლი გახდა, განაცხადა გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ 5 ივლისს.


67 წლის გურამ შარაძე, წინა ორი მოწვევის პარლამენტარი და საზოგადო მოღვაწე, 20 მაისს საღამოს ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.


პრესკონფერენციაზე საუბრისას რუსუდან შარაძემ განაცხადა, რომ მამამისი იმიტომ მოკლეს, რომ გაეჩუმებინათ ის, როგორც მაჰმადიანები მესხების საქართველოში რეპატრიაციის კატეგორიული მოწინააღმდეგე.


კანონპროექტი, რომელიც მომავალი წლიდან რეპატრიაციის პროცედურების დაწყებას ითვალისწინებს, პარლამენტს განსახილველად ივნისის შუა რიცხვებში წარედგინა, ხოლო ივნისის ბოლოს პარლამენტმა ეს კანონპროექტი პირველი და მეორე მოსმენით მიიღო.


რუსუდან შარაძემ ასევე განაცხადა, რომ გიორგი ბარათელს, რომელიც მკვლელობის საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია, ამ დანაშაულთან არაფერი აქვს საერთო.


29 წლის გიორგი ბარათელი, რომელიც პირადად იცნობდა შარაძეს, პოლიციამ მკვლელობიდან ცოტა ხანში დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 მაისს ბარათელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.    



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button