
ახალი ამბები
დიპლომატებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ და რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ დღეს გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის აქტუალური საკითხები განიხილეს.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრა გაიმართა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 15 წლისთავთან დაკავშირებით.