skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში სროლების შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 30 ივნისს მომხდარი ”ინტენსიური სროლების” დროს ქართულ სოფელ თამარაშენის ერთი და ცხინვალის ორი მაცხოვრებელი დაიჭრა.


17 წლის ვახტანგ გოგლიძე მაშინ დაიჭრა, როდესაც სოფელ თამარაშენს ოსურ სოფელ კვერნეთიდან და ცხინვალიდან ცეცხლი გაუხსნეს, იტყობინება ქართული მედია.


ამავდროულად, სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი აცხადებს, რომ ცხინვალის და ორ ოსურ სოფელ – კვერნეთისა და კუსრეთის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად იური მაისურაძე და ასიატ ბიაზროვა დაიჭრნენ.


”ნაღმტყორცნიდან სროლის შედეგად ასევე დაზიანდა ერთი სახლი კუტუზოვის ქუჩაზე [ცხინვალში],” – აცხადებს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტეტი.


30 ივნისს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა მოუწოდა შერეულ სამშვიდობო ძალებს ”დაუყონებლივ მიიღონ ზომები” კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button