skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში სროლების შედეგად ერთი მილიციელი დაიჭრა

დღეს დილით ცხინვალს ცეცხლი ქართული სოფელ ხეითიდან გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიჭრა ოსი მილიციელი, იუწყება თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 29 ივნისს.


ამავე ცნობით, ტყვიამფრქვევებიდან და ნაღმტყორცნებიდან ინტენსიური სროლები ისმოდა ასევე ოსური სოფლის კოხათის მიმართულებით, რომელსაც ცეცხლი ქართულ სოფელ ვანათიდან გაუხსნეს.


ქართული მედიის ცნობით, ცეცხლი სამხრეთ ოსეთის მხარემ გახსნა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button