ახალი ამბები

ახალქალაქის სამხედრო ბაზა საქართველოს ოფიციალურად გადმოეცა

ახალქალაქის 62-ე რუსული სამხედრო ბაზა დღეიდან საქართველოს ოფიციალური კუთვნილებაა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტს დღეს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ნიკოლეიშვილმა და ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარების დაჯგუფების სარდალმა, გენერალ-მაიორმა ანდრეი პოპოვმა მოაწერეს.


ახალქალაქის სამხედრო ბაზის რუსული სამხედრო ტექნიკის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და პირადი შემადგენლობისაგან დაცლის პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისმა და მოსკოვმა 2006 წლის 31 მარტს ხელი მოაწერეს სოჭში ბაზების გაყვანის შესახებ შეთანხმებას.


შეთანხმების მიხედვით, ბათუმიდან რუსეთის მეორე სამხედრო ბაზის გაყვანის პროცესი  2008 წლის ბოლომდე დასრულდება.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button