skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტი პარლამენტარები სოხუმში იკრიბებიან

დღეს, სოხუმში თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის საპარლამენტო ასამბლეის მეოთხე სხდომა გაიმართება, იტყობინება აფხაზეთის ლიდერის ვერ-გვერდი.


ამავე ინფორმაციის თანახმად, მონაწილეები განიხილავენ სამხრეთ ოსეთის გარშემო არსებულ ვითარებას, დნესტრისპირეთის ეკონომიკურ ბლოკადას და სხვა საკითხებს.


ე.წ საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ შეთანხმებას თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა გასული წლის სექტემბერში მოაწერეს ხელი. ასამბლეის შტაბბინა მოსკოვშია განთავსებული.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button