skip to content
ახალი ამბები

დანიელ ფრიდი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობს

რუსეთმა უნდა მოხსნას საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები, ხოლო საქართველომ ”კვლავაც თავი უნდა აარიდოს პროვოკაციულ რიტორიკას” და ”მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებით” მოაგვაროს სეპარატისტული კონფლიქტები, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდმა 21 ივნისს.


სენატის საგარეო ურთიერთობებათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას  დანიელ ფრიდმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, დაძულობის პერიოდის შემდეგ, ”გარკვეული გაუმჯობესების ნიშნები გაჩნდა”.


”მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მოსკოვი მეტს გააკეთებს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის,” – დასძინა დანიელ ფრიდმა.


თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეუქმნა სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერის განახლებისა და ამ თვითგამოცხადებული რეგიონების შესაძლო ცნობის თაობაზე ფარული მუქარების გახმოვანების გზით.


”მოდით სიმართლე ვთქვათ. კოსოვოსა და საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებს, ასევე მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონს შორის არანაირი კავშირი ან მსგავსება არ არის,” – განაცხადა ფრიდმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button