skip to content
ახალი ამბები

საქართველომ და აშშ-მ ’ღია ცის’ პრინციპზე შეთანხმება გააფორმეს

საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში ურთიერთობების გაფართოებას და ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.


შეთანხმებას 21 ივნისს ვაშინგტონში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ და სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ეკონომიკის, ენერგეტიკის და ბიზნესის საკითხებში დანიელ სალივანმა მოაწერეს ხელი.


პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს ოფიციალურ პირებს შორის ერთწლიანი კონსულტაციების შედეგად იქნა მიღწეული, არის საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული ინიციატივების მნიშვნელოვანი პაკეტის ნაწილი, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 21 ივნისს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button