skip to content
ახალი ამბები

შამბა გაეროს ეგიდით გამართულ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა 28-29 ივნისს ბონში გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, იტყობინება ”აფსნიპრესი”.


ტრადიციულად მეგობარი ქვეყნების (საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ) შეხვედრები ჟენევაში იმართება. ამ შეხვედრებს ქართული და აფხაზური მხარეების წარმომადგენლები ესწრებიან და იგი ”ჟენევის ფორმატის” სახელითაა ცნობილი.


შეხვედრაზე ქართულ მხარეს, სავარაუდოდ, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე წარმოადგენს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button