ახალი ამბები

რას ელ ხაიმას საამიროს მმართველის მოადგილე საქართველოში იმყოფება

არაბეთის რას ელ ხაიმას საამიროს მმართველის მოადგილე, შეიხი საუდ ბინ საქრ ალ-ქასიმი საქართველოში იმყოფება, სადაც საინვესტიციო შესაძლებლობებს განიხილავს.


რას ელ ხაიმამ უკვე დაიწყო მთელი რიგი საინვესტიციო პროექტების განხორციელება საქართველოში თავისი უძრავის ქონების კომპანია ”რაქეენ დეველოპმენტის” მეშვეობით.


16 ივნისს არაბი შეიხი ბათუმის პორტს ესტუმრა, ხოლო დღესვე მოგვიანებით უძრავი ქონების განვითარების გეგმის პრეზენტაციას ტაბახმელაში გამართავს.


გეგმა ითვალისწინებს საკურორტო და საცხოვრებელი, ასევე ბიზნეს ინფრასტრუქტურის მოწყობას ტაბახმელაში, 200 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე.


კომპანია ”რაქეენმა” გასულ კვირას ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში თბილისში მდებარე შერატონ მეტეხი პალასი შეიძინა 67.5 მილიონ აშშ დოლარად.


”რაქეენ დეველოპმენტის” მეშვეობით რას ელ ხაიმას საამირო საერთო ჯამში 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს საქართველოში.


”საქართველოსთან მიმართებაში დიდი გეგმები გვაქვს,” – იტყობინებოდა Gulfnews  კომპანიის წარმომადგენლის იმად ჰაფარის სიტყვებზე დაყრდნობით 11 ივნისს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button