skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე BSEC-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ხდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 11-12 ივნისს ბულგარეთს სტუმრობს, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობს. 


საქართველო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და ნინო ბურჯანაძე BSEC-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური.


13-14 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც თავის კოლეგას,  საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს, კრისტიან პონსლეს შეხვდება.


15-16 ივნისს კი ნინო ბურჯანაძე ბერლინში გაემგზავრება და გერმანიის ბუნდესტაგისა და ბუნდესრატის თავმჯდომარეებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button