ახალი ამბები

სოხუმი ამ ეტაპზე უარყოფს ევროკავშირის წინადადებებს

სოხუმი მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით, როცა თბილისი გაიყვანს თავის ძალებს ზემო კოდორის ხეობიდან, იტყობინება ”აფსნიპრესი”.


აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 11 ივნისს სოხუმში ვიზიტად მყოფ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების განუცხადა, რომ სოხუმს ასევე სურს, რომ თბილისმა დავით სიგუა გაათავისუფლოს, რომელიც 2007 წლის თებერვლიდან გაუჩინარდა.


”აფსნიპრესი” ასევე იტყობინება, რომ სემნების ვიზიტი მიზნად ისახავდა წარედგინა აფხაზური მხარისთვის ნდობის აღდგენისკენ მიმართული ევროკავშირის წინადადებები. 2007 წლის იანვარში ევროკავშირის შემსწავლელი მისია სტუმრობდა სოხუმს. მაშინ აფხაზურ მხარესთან იმსჯელეს იმ სარგებელზე, რაც საქართველოსთან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შეიძლება ნახოს რეგიონმა.

”საჭიროა ნორმალური ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და აფხაზეთს შორის ევროკავშირის წინადადებების განსახორციელებლად. ამჟამად, ასეთი ურთიერთობები არ არსებობს… მე მზად ვარ განვიხილო თქვენი წინადადებების განხორციელების შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაწყდება ორი პრობლემა: კოდორის ხეობის საკითხი და დავით სიგუას გათავისუფლება, რომელიც საქართველოშია დაკავებული,” – განაცხადა ბაღაფშმა.


სოხუმს სურს, რომ საქართველომ გამოიყვანოს თავისი ძალები და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა ზემო კოდორის ხეობიდან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button