ახალი ამბები

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი უკრაინას სტუმრობდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ზაზა გოგავა სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


ქართულ დელეგაციას უკრაინის გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი კირიჩენკომ უმასპინძლა. ზაზა გოგავამ შეხვედრა გამართა ასევე უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ანატოლი გრიცენკოსთან.


უკრაინელი კოლეგები ქართულ მხარეს განათლების სფეროში დახმარებას დაპირდნენ, იტყობინებოდა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური 8 ივნისს.  

Back to top button