skip to content
ახალი ამბები

საქართველო და თურქმენეთი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

თურქმენეთი და საქართველო შეთანხმდნენ, შეიქმნას ერთობლივი სამთავრობო კომისია ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური.


ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თურქმენეთში 6-7 ივნისს გამართული ვიზიტის დროს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდივერსიფიკაციის საკითხები იქნა განხილული. ვიზიტის დროს ბურჯანაძე თავის კოლეგას და თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგულ ბერდიმუხამედოვს შეხვდა.


”თურქმენეთი საქართველოსთვის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორი იქნება,” – იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური ბურჯანაძის სიტყვებზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button