ახალი ამბები

კრიზისების ჯგუფი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტზე საუბრობს

თბილისი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად, თუმცა მისი ახალი სტრატეგია შესაძლოა წარუმატებელი გამოდგეს, ”თუ ის ფრთხილად არ მოიქცევა და ყველა მხარეს არ ჩართავს”, აცხადებს ბრიუსელში განთავსებული საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი.   


მოხსენებაში სახელმწოდებით ”საქართველოს კონფლიქტი სამხრეთ ოსეთში: იჩქარე ნელა”, რომელიც 7 ივნისს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ თბილისს განზრახული აქვს მოაგვაროს კონფლიქტი ”თუმცა, მხოლოდ საკუთარი პირობებით და ალბათ ძალიან სწრაფად”. 


”დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობით სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის განთავსება ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოსი საზოგადოების გაუცხოებას იწვევს,” – ნათქვამია მოხსენებაში. 


”შეცდომა იქნებოდა ოსური მისწრაფებების უგულებელყოფა კოკოითის რეჟიმთან ერთობლიობაში,” – ნათქვამია მოხსენებაში.


კრიზისების ჯგუფი აცხადებს, რომ საქართველოს იმედგაცრუებამ რუსეთის როლთან დაკავშირებით ”უპრეცედენტო დონეს მიაღწია”. თბილისის თქმით, ”რეალურად კონფლიქტი მოსკოვთანაა და არა ოსებთან”.


”თუმცა, რუსეთის შეკავება, რაოდენ მართებულიც არ უნდა იყოს, ვერ გადაჭრის ეროვნებათშორის პრობლემებს და ვერ დააკმაყოფილებს ოსების მისწრაფებებს და გაფანტავს მათ შიშებს,” – ნათქვამია მოხსენებაში.


ჯგუფი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს შეთანხმდნენ მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლაზე, რათა აქცენტი გაკეთდეს ქართველებსა და ოსებს შორის პირდაპირ დიალოგზე, ხოლო ევროკავშირს მიენიჭოს რუსეთის და ეუთოს მსგავსი თანაბარი მონაწილის როლი.


მან ასევე მოუწოდა თბილისს ყურადღება გაამახვილოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ”თანდათან ნდობის აღდგენის გზით, ნაცვლად სტატუსის სწრაფი განსაზღვრისა” და ”ჩაერთოს დამოუკიდებელ დიალოგში ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან, თუმცა ამავე დროს მისცეს სანაკოევს საკმარისი დრო ოსების ნდობის მოსაპოვებლად”.


კრიზისების ჯგუფმა ასევე ურჩია რუსეთს მოუწოდოს ცხინვალს, რომ ”დათანხმდეს ცვლილებებზე მოლაპარაკებების და სამშვიდობო ფორმატებში”.


ჯგუფი ასევე მოუწოდებს სამხრეთ ოსეთის მხარეს ”შექმნას პლურალისტური, ღია საზოგადოება და მოლაპარაკებების და სამშვიდობო ფორმატებში ცვლილებების შეტანის საკითხი თბილისთან ერთად განიხილოს”.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button