skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი შვედეთს სტუმრობს

7-8 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი სამუშაო ვიზიტით შვედეთის სამეფოს ეწვევა, იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო. 


ვიზიტის ფარგლებში გელა ბეჟუაშვილი შეხვდება შვედ კოლეგას კარლ ბილდტს, პარლამენტის სპიკერს პერ ვესტერბერგს და სხვა ოფიციალურ პირებს. 

სტოკჰოლმიდან ბეჟუაშვილი სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრება, სადაც საქართველოს პრეზიდენტთან ერთად 9-10 ივნისს მონაწილეობას მიიღებს
დსთ–ს არაფორმალურ სამიტში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button