ახალი ამბები

ცხინვალი წყლით მომარაგების ალტერნატიულ გზებს ეძებს

ცხინვალში ჩრდილოეთ ოსეთის ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც თვითგამოცხადებულ რეგიონს წყალმომარაგების ალტერნატიული გზების ძიებაში ეხმარება, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 6 ივნისს. 


ცხინვალი უკვე ცამეტი დღეა წყლის გარეშე რჩება. მოსკოვმა და ცხინვალმა თბილისი დაადანაშაულეს წყლის კრიზისის ესკალაციაში; თუმცა, ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ პრობლემა გამოიწვია სამხრეთ ოსური მხარის უარმა ეთანამშრომლა წყალსადენის რეაბილიტაციის საქმეში.


წყალმომარაგების ალტერნატიული გეგმა გულისხმობს სულ ცოტა სამი არტეზიული ჭის გათხრას ცხინვალში, განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა იური მოროზოვმა.


”თუმცა, ეს საკმარისი არ იქნება,” – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ზნაურის რაიონში წყალსაქაჩის მშენებლობა იგეგმება.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button