skip to content
ახალი ამბები

ავსტრიაში სტრადივარიუსის ვიოლინოს ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავეს

ავსტრიელმა სამართალდამცავებმა ვენაში ექვსი ქართველი დააპატიმრეს, რომლებიც 2,5 მილიონ ევროდ შეფასებული სტრადივარიუსის ვიოლინოს და 120 000 ევროდ შეფასებული ვილომის ვიოლინოს ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები, განაცხადა ავსტრიის პოლიციამ 6 ივნისს.


ვენის ცენტრში მცხოვრები ადგილობრივი მუსიკოსის ბინიდან მოპარული ინსტრუმენტები იმ ბინაში აღმოაჩინეს, სადაც ექვსი ქართველი თავშესაფრის მაძიებელი ცხოვრობდა.


”ის ფაქტი, რომ ალკოჰოლური სასმელი და ტანსაცმელიც იქნა მოპარული ბინიდან, დაგვეხმარა, რომ გამოგვერიცხა შეკვეთილი ქურდობა და შეგვახსენა იმ ქართული ბანდის სამოქმედო მეთოდები, რომელიც 21 სხვა ქურდობისთვისაც იძებნება,” – იტყობინებიან AFP და BBC ვენის კრიმინალური საგამოძიებო განყოფილების პოლიციის მაიორის მანფრედ  ბრიგლის სიტყვებზე დაყრდნობით.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button