skip to content
ახალი ამბები

ირაკლი ბათიაშვილმა მე-12 დღეს შიმშილობა შეწყვიტა

ოპოზიციური პარტია ”წინ საქართველოს” ლიდერმა, მსჯავრდებულმა ირაკლი ბათიაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც  საპყრობილეში მისულმა სრულიად საქართველოს კათალიკოს პარტიარქმა ილია II-მ მას ამის გაკეთება ურჩია.


ირაკლი ბათიაშვილმა უვადო შიმშილობა 22 მაისს სასამართლო პროცესზე დაიწყო, ერთი დღით ადრე, სანამ თბილისის საქალაქო სასამართლო მას კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალურ მხარდაჭერასა და დანაშაულის დაფარვაში დამნაშავედ ცნობდა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდა.


ბათიაშვილმა ბრალი უარყო და სასამართლოს ”დადგმული სპექტაკლი” უწოდა.


ეს მოსაზრება გაიზიარეს ოპოზიციური პარტიებისა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა და ირაკლი ბათიაშვილის, როგორც ”პოლიტიკური და სინდისის პატიმრის” დამცველი საერთაშორისო კომიტეტი ჩამოაყალიბეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button