skip to content
ახალი ამბები

ბრიტანულმა და ქართულმა მხარეებმა სანაკოევის თანდასწრებით სამხრეთ ოსეთზე იმსჯელეს

დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, სერ ბრაიან ფოლი დღეს თბილისში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს მერაბ ანთაძეს შეხვდა.


სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი ”ასევე ესწრებოდა შეხვედრას, როგორც ეს წინასწარ იყო შეთანხმებული”, იტყობინება ბრიტანეთის საელჩო თბილისში.


შეხვედრაზე მხარეებმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button