skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი წყალმომარაგების შეწყვეტის გამო თბილისის პოლიტიკას აკრიტიკებს

ქართული მხარის უარმა შეეკეთებინა მის ტერიტორიაზე გამავალი წყალსადენი ”კრიტიკული ვითარება” გამოიწვია ცხინვალში. ქალაქი უკვე ექვსი დღეა წყლის გარეშე რჩება, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 30 მაისს.


30 მაისს გავრცელებულ განცხადებაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე ”იძულებული გახდება ადეკვატური ზომები მიიღოს”, თუ არ აღდგება წყლის მიწოდება და ”ქართული მხარე იქნება პასუხისმგებელი ამ ზომების ნეგატიურ შედეგებზე”.


სამინისტროს თქმით, თბილისი წყალსადენის დაზიანებას ცხინვალზე ზეწოლისთვის.


სამხრეთ ოსეთის მხარე აცხადებს, რომ მილსადენი ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართული სოფლების მაცხოვრებლებმა დააზიანეს, რომლებიც წყალსადენს სარწყავად იყენებენ.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, მათ მიერ წყალსადენის შეკეთების მიზნით გაგზავნილი მუშები არ შეუშვეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button